Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი



 პროექტის სახელწოდება: ,, მცენარეთა სამყარო“
პროექტის მთავარი იდეა: მცენარეთა სამყაროს გაცნობა, დაკვირვება მათ ზრდა–განვითარებაზე და მისი გაანალიზება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეძლებენ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მცენარეთა სამყაროს მიმართ.მცენარეთა სამყაროს დაკავშირება ადამიანის ცხოვრებასთან.
პროექტის მიზნები:    მცენარეთა სამყაროს გაცნობა
·        სამკურნალო და საკვები მცენარეების გაცნობა
·        წიწოვანი და ფოთლოვანი მცენარეების გაცნობა
·        ოთახის და დეკორატიული მცენარეების გაცნობა
·        მცენარეთა მოვლისა და გაფრთხილების საშუალებების გაცნობა
·        განუვითარდეთ მოსწავლეებს აღქმის, შეგრძნების, განსხვავების და გაანალიზების უნარი
მონაწილეთა ასაკი:  7–8 წელი
ვადები და ხანგრძლივობა:  გაზაფხულიდან– ზამთრამდე
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ მოახდინონ დაკვირვება ამა თუ იმ სახეობის მცენაარეებზე. გააკეთონ ჩანახატები და ნახატები.ისწავლიან ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა ხერხებს.შეძლებენ მოახდინონ თავიანთი ნამუშევარის პრეზენტაცია, რაც დაეხმარებათ,რომ წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე,  როგორც ავტორი. მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ მუშაობას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ისტის გამოყენება, სლაიდ შოუს ჩვენება, სახატავი რვეულები, ფანქრები, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები:  მცენარეთა სამყაროს ზოგადი გაცნობა,გასვლითი ექსკურსიები ბუნებაში და ბოტანიკურ ბაღში. შეასრულებენ ჩანახატებს, გადაიღებენ სურათებს.მოახდენენ დაკვირვებას ბუნების ცვლილებაზე დროების ცვლილებასთან ერთად.მოიძიებენ ინფორმაციებს ისტის დახმარებით და პერიოდულად მოვაწყობთ ყველა ნამუშევრების პრეზენტაციას.
საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული ენა, ბოტანიკა, გეოგრაფია, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  მაია ზედგინიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  zedginidzemaia@gmail.com